კონფერენცია თემაზე ,,რელიგიის სწავლება სკოლაში"
2016 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ინიციატივით გამართა კონფერენცია თემაზე: ,,რელიგიის სწავლება სკოლაში". საკონფერენციო დღის პირველ ნაწილში შედგა შეხვედრა საპატრიარქოში უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან, რომელმაც დალოცა კონფერენციის მონაწილეები.
კონფერენციას უძღვებოდა საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). აღნიშნულ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ:,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის" მოძღვარი მღვდელი გიორგი (კობალავა) თემა: ,,რელიგია და ათეიზმი" და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზაირა ბერიძე თემა: ,,რელიგია და სამოქალაქო განათლება"