,,თემში მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის"“
ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება თემაზე:
„სიტყვით გამოსვლა სიცოცხლის უფლების დაცვის მნიშვნელობაზე თემში მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის“ (ხელმძღვანელი: მოქალაქეობის მასწავლებელი ზაირა ბერიძე).
მოსწავლეებმა, პედაგოგის დახმარებით, გაიაზრეს, რომ სიცოცხლის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით. გააცნობიერეს სიცოცხლის უფლება, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება და როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. მათ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები საინტერესო იყო შინაარსობრივადაც და ვიზუალურადაც.
პლაკატებშიც წარმოჩნდა კომპლექსური დავალების მზადებისას მიღებული ცოდნა. გაჟღერდა უმთავრესიც: სიცოცხლე ღმერთის საჩუქარია და არავის აქვს უფლება მისი ხელყოფისა!





