დებულება
ა(ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა
საზოგადოებივ მეცნიერებათა კათედრის
დებულება
შემუშავებულია კათედრის წევრების მიერ
დამტკიცებულია კოლეგიის გაფართოებული სხდომის მიერ
ოქმი# 1
დამოწმებულია სკოლის დირექტორის მიერ:
დებულება
თავი 1. ზოგადი დებულება
1.1. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრას წარმოადგენს ისტორიის, გეოგრაფიის სამოქალაქო განათლების და სამოქალაქო თავდაცვის მასწავლებლები
კათედრის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ კანონებსა და აქტებს:
1. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ`
2. ეროვნული სასწავლო გეგმა
3. სასკოლო სასწავლო გეგმა
4. წინამდებარე დებულება
1.2 მოქმედების არეალი
ა(ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლი სკოლა
თავი 2. კათედრის დებულების დამტკიცება
2.1კათედრის დებულებას შეიმუშავებს კათედრის თავ-რე წევრეთან ერთად,
განიხილება და მტკიცდება პედსაბჭოზე.
ამოწმებს სკოლის დირექტორი.
2.2 ძალაში შედის დამტკიცებისთანავე.
თავი 3. კათედრის მიზნები და ამოცანები
3.1. მიზნები: საზოგადოებრივ დისციპლინებში სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა;
მოსწავლეებში ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლება
3.2 ამოცანები:
• საგნების სწავლებაში არსებული პრობლემების გამოვლენა
• საგნების სწავლებაში თანამედროვე მეთოდების დანერგვა
• მეთოდური მასალების მოძიება, მომზადება
• სხვა კათედრებთან თანამშრომლობა
• სახელმძღვანელოების განხილვა, რეკომენდაციების მომზადება
• გაკვეთილებზე დასწრება-შეფასება
• მონიტორინგის ჩატარება (კრიტიკული მეგობარი)
თავი 4. კათედრის წევრობა
4.1 კათედრის წევრად ითვლება საზოგადოებრივ დისციპლინების ყველა მასწავლებელი
კათედრის სხდომა ტარდება სემესტრში 2-ჯერ. საჭიროების შემთხვევაში ტარდება რიგგარეშე სხდომა(თავ-რის ან კათედრის უმრავლესობის მოთხოვნით)
4.2 კათედრის წევრების უფლება -მოვალეობები:
კათედრის წევრს აქვს უფლება
• მიიღოს მონაწილეობა სახელმძღვანელოების შერჩევაში;
• საათების განაწილებაში
• კათედრის მუშაობის დაგეგმვაში
• მოითხოვოს ტრენინგების მოსმენა
• მიიღოს კვალიფიციური მეთოდური დახმარება
• შეიმუშავოს წინადადებები და რეკომენდაციები და მიაწოდოს დირექციას,კოლეგიის გაფართოებულ სხდომას.
• განახორციელოს ინოვაციური პროექტები
• მიიღოს მონაწილეობა სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში და დამტკიცებაში
• მიიღოს მონაწილეობა კათედრის მუშაობაში
• მიიღოს მონაწილეობა საგამოცდო ტესტების შემუშავებაში
• კათედრის მუშაობის შეფასებაში
• მონაწილეობა მიიღოს სხვა კათედრებთან კოორდინირებულ მუშაობაში
თავი5. კათედრის თავ-რე
კათედრის თავ-რე ირჩევა წელიწადში ერთხელ, გამონაკლის შემთხვევაში 2 წლით .
თავმჯდომარის უფლება-მოვალეობა:
• მუშაობის ორგანიზება
• დოკუმენტების წარმოება/ შენახვა
• გუნდური მუშაობის კოორდინირება
• კათედრის საქმიანობის დაგეგმვა
• მონიტორინგი
• შეფასება
• ანგარიშის მომზადება, პედსაბჭოსთვის წარდგენა
• სხვა კათედრებთან თანამშრომლობა.
თავი 6 კათედრის სხდომა და გადაწყვეტილებები
6.1კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება უმრავლესობა;
სხდომას ატარებას თავ-რე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
თავი 7. ცვლილება-დამატებები დებულებაში
7.1დებულებაში ცვლილებება/დამატებების შეტანის უფლება აქვს კათედრის თავ-რეს წევრებთან ერთად.
7.2 ცვლილებებს ამტკიცებს პედაგოგიური კოლეგიის სხდომა