სკოლის ინტელექტუალი

  • Print

21 ნოემბერს ა(ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით , ჩატარდა კონკურსი „ სკოლის ინტელექტუალი“, რომელიც მიეძღვნა ბავშვის უფლებათა დაცვის დღეს , მასში მონაწილეობა მიიღეს IX, X, XI კლასების მოსწავლეებმა.
კონკურსის მიზანი: მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება სასწავლო დისციპლინებში.
კონკურსი ჩატარდა სამ ტურად, გამოვლინდნენ გამარჯვებულები: I ადგილი- ანა სკამკოჩაიშვილი (X კლასი), II-III ადგილები (თანაბარი ქულებით) მარიამ მელუა(XI კლასი) და ბექა ღლონტი (IX კლასი).