დებულება
უცხო ენების კათედრის
დებულება
შემუშავებულია კათედრის წევრების მიერ
დამტკიცებულია კოლეგიის გაფართოებული სხდომის მიერ ოქმი# 1
დამოწმებულია სკოლის დირექტორის მიერ:
დებულება
თავი 1. ზოგადი დებულება
1.1. უცხო ენების კათედრას წარმოადგენს ინგლისურის, ფრანგულის, გერმანულისა და რუსული ენის მასწავლებლები.
კათედრის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ კანონებსა და აქტებს:
• საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ`
• ეროვნული სასწავლო გეგმა
• სასკოლო სასწავლო გეგმა
• წინამდებარე დებულება
1.2 მოქმედების არეალი
ა(ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლი სკოლა
თავი 2. კათედრის დებულების დამტკიცება
2.1კათედრის დებულებას შეიმუშავებს კათედრის თავ-რე წევრეთან ერთად,
განიხილება და მტკიცდება პედსაბჭოზე.
ამოწმებს სკოლის დირექტორი.
2.2 ძალაში შედის დამტკიცებისთანავე.
თავი 3. კათედრის მიზნები და ამოცანები
3.1. მიზნები:
უცხოური ენების სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა;
მოსწავლეების უცხო ენების მიმართ მოტივაციის ამაღლება
3.2 ამოცანები:
• საგნების სწავლებაში არსებული პრობლემების გამოვლენა
• საგნების სწავლებაში თანამედროვე მეთოდების დანერგვა
• მეთოდური მასალების მოძიება, მომზადება
• სხვა კათედრებთან თანამშრომლობა
• სახელმძღვანელოების განხილვა, რეკომენდაციების მომზადება
• გაკვეთილებზე დასწრება-შეფასება
• მონიტორინგის ჩატარება (კრიტიკული მეგობარი)
თავი 4. კათედრის წევრობა
4.1 კათედრის წევრად ითვლება უცხო ენების დისციპლინების ყველა მასწავლებელი
კათედრის სხდომა ტარდება სემესტრში 2-ჯერ. საჭიროების შემთხვევაში ტარდება რიგგარეშე სხდომა(თავ-რის ან კათედრის უმრავლესობის მოთხოვნით)
4.2 კათედრის წევრების უფლება -მოვალეობები:
კათედრის წევრს აქვს უფლება
• მიიღოს მონაწილეობა სახელმძღვანელოების შერჩევაში;
• საათების განაწილებაში
• კათედრის მუშაობის დაგეგმვაში
• მოითხოვოს ტრენინგების მოსმენა
• მიიღოს კვალიფიციური მეთოდური დახმარება
• შეიმუშავოს წინადადებები და რეკომენდაციები და მიაწოდოს დირექციას,კოლეგიის გაფართოებულ სხდომას.
• განახორციელოს ინოვაციური პროექტები
• მიიღოს მონაწილეობა სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში და დამტკიცებაში
• მიიღოს მონაწილეობა კათედრის მუშაობაში
• მიიღოს მონაწილეობა საგამოცდო ტესტების შემუშავებაში
• კათედრის მუშაობის შეფასებაში
• მონაწილეობა მიიღოს სხვა კათედრებთან კოორდინირებულ მუშაობაში
თავი5. კათედრის თავ-რე
კათედრის თავ-რე ირჩევა წელიწადში ერთხელ, გამონაკლის შემთხვევაში 2 წლით .
თავმჯდომარის უფლება-მოვალეობა:
• მუშაობის ორგანიზება
• დოკუმენტების წარმოება/ შენახვა
• გუნდური მუშაობის კოორდინირება
• კათედრის საქმიანობის დაგეგმვა
• მონიტორინგი
• შეფასება
• ანგარიშის მომზადება, პედსაბჭოსთვის წარდგენა
• სხვა კათედრებთან თანამშრომლობა.
თავი 6 კათედრის სხდომა და გადაწყვეტილებები
6.1კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება უმრავლესობა;
სხდომას ატარებას თავ-რე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
თავი 7. ცვლილება-დამატებები დებულებაში
7.1დებულებაში ცვლილებება/დამატებების შეტანის უფლება აქვს კათედრის თავ-რეს წევრებთან ერთად.
7.2 ცვლილებებს ამტკიცებს პედაგოგიური კოლეგიის სხდომა