,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი"
მრავალი ტკივილიანი დღეა საქართველოს ისტორიაში. ერთ-ერთი 1921 წლის 25 თებერვალია.
,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...“
შავად თოვდა იმ დღეს თბილისში. ტანჯვითა და ტკივილით ეთხოვებოდა ქვეყანა ძლივს მოპოვებულ თავისუფლებას.
IX კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი _ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ბეშიტაიშვილი) 24 თებერვალს კოლაუ ნადირაძის ლექსის მიხედვით წარმოადგინეს პრეზენტაცია: ,,და უძრავ იყო თებერვლის ღამე“. ისაუბრეს ავტორზე _ უკანასკნელ ცისფერყანწელზე, ლექსის შექმნის ისტორიაზე, ბიბლიურ ალუზიებზე: გოლგოთა, იუდა, 30 ვერცხლი, ისტორიულ პარალელებზე, მარო მაყაშვილის გმირობაზე. დასკვნით ნაწილში შეეხნენ 2022 წლის 24 თებერვალს, როცა დილის 4 საათზე რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო.
ისევ ნანგრევები, გვამები, ეროვნული ტრაგედია... გამარჯვება უსურვეს თავისუფლებისმოყვარე ხალხს.







