სიახლეები
25 თებერვლის ოკუპაცია
- Details
- Category: სიახლეები
- Published on Friday, 26 July 2024 20:01
- Written by gia
- Hits: 342
25 თებერვლის ოკუპაციასთან დაკავშირებით ,,ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში“ კვირეული გაიმართა. სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ზაირა ბერიძის, ორგანიზებით მოსწავლეებმა (X კლასი) განიხილეს დოკუმენტური ფილმი. გაიმართა დისკუსია, რომელზედაც მოსწავლეებმა ისაუბრეს ოკუპაციის მიზეზებსა და შედეგებზე. კვირეულის ფარგლებში მერვეკლასელებმა (პედაგოგი _ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა ასიეშვილი) სკოლის მოსწავლეთა წინაშე გაიხსენეს თავისუფლებას შეწირული მარო მაყაშვილი. ისაუბრეს მაროს ოჯახის, კოტე მაყაშვილის პოეზიის, მაროს დღიურებისა და ქართველი იუნკერების შესახებ...