სიახლეები
ამხანაგური მატჩი
- Details
- Category: სიახლეები
- Published on Sunday, 09 July 2023 17:12
- Written by gia
- Hits: 720
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მეცხრეკლასელებს სტუმრად ეწვია ფეხბურთის მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი. გაიმართა ამხანაგური მატჩი მერვე-მეცხრე და მეცხრე-მეათე კლასელებს შორის, რომელსაც ბატონი ხარიტონი მსაჯობდა. ყველას უნდოდა გამოცდილი სპორტსმენის წინაშე თავის მოწონება. დაუვიწყარი, სახალისო და ემოციებით დატვირთული დღე იყო არა მხოლოდ ბიჭებისათვის, არამედ მოწვეული სტუმრისთვისაც. შეხვედრა კლასის საათის ფარგლებში გაიმართა (ინიციატორი: მე-9 კლასის დამრიგებელი ასმათ ლომაძე).



