სიახლეები
პირველ კლასში რიცხვი 10 შემობრძანდა
- Details
- Category: სიახლეები
- Published on Sunday, 08 January 2023 10:30
- Written by gia
- Hits: 857
პირველ კლასში რიცხვი 10 შემობრძანდა. ბავშვებმა ნაბი-ნაბიჯ წარმოადგინეს გზა, რომელიც 10-ის შესწავლამდე გაიარეს. აჩვენეს ერთიდან ცხრამდე რიცხვების ჩაწერისა და გამოყენების უნარ-ჩვევები. მასწავლებელმა (მაია ჩოლაბარგია) ჩვეული სახალისო, საინტერესო აქტივობებით გაამრავალფეროვნა გაკვეთილი. _ იპოვე გამოტოვებული რიცხვი; _ იპოვე და გაასწორე შეცდომა; _ დაასახელე წინა და მომდევნო რიცხვი და ა. შ. ბავშვებმა მოახერხეს, შეემჩნიათ განსხვავება წინა რიცხვებთან.; წარმოადგინეს რიცხვი 10 ორი შესაკრების ჯამის სახით; გამოიმუშავეს მისი ჩაწერისა და გამოყენების, უკან თვლის უნარ-ჩვევები.