სიახლეები

მშვიდობიან და წარმატებულ წელს გისურვებთ!!

  • Print
სასკოლო საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორაა მომზადებული ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა სასწავლო პროცესისთვის, რა ღონისძიებებს გეგმავს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად.
სკოლა აღჭურვილია: დისტანციური თერმომეტრებით, დეზობარიერით, ხელის სადეზინფექციო მოწყობილობებით.
უზრუნველყოფილი იქნება ნაკადების შესვლა სკოლის ეზოში, დერეფანსა და შენობაში, ასევე დისტანცია ეზოსა და საკლასო ოთახში.
მოსწავლეების ვალდებულებები:
o დაიცავით ჰიგიენის წესები;
o დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
o დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
o დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;
o დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
o სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
o არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
o ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:
o ყურადღებით გაეცანით სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას;
o სკოლაში წასვლამდე აკონტროლეთ მოსწავლის ტემპერატურა და 37.O და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვათ სკოლაში;
o ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;
o სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
o ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად.
o ვინაიდან შეჩერებულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, სურვილის მიხედვით უზრუნველყავით მოსწავლე საკვებით.
გელოდებით სიყვარულით!!!
მშვიდობიან და წარმატებულ წელს გისურვებთ!!